Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა არქეოლოგთა XIII საერთაშორისო კონფერენცია

2022 წლის 2-6 ივნისს  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ვარძიაში გაიმართება ახალგაზრდა არქეოლოგთა XIII საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მესხი განმანათლებლების ხსოვნას.

 

კონფერენციის სამეცნიერო კომისიის  შემადგენლობა:

 

პროფ. ვახტანგ ლიჩელი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფ. მაიკლ ვიკერსი - ოქსფორდის უნივერსიტეტი

პროფ. ვალტერ კუნტნერი - ინსბრუკის უნივერსიტეტი

პროფ. სანდრა ჰაინჩი - ინსბრუკის უნივერსიტეტი

პროფ. ებერჰარდ ზაუერი - ედინბურგის უნივერსიტეტი

პროფ. პაოლო ბიაჯი - ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტი

პროფ. ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგი - იენას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფ. ასკოლდ ივანჩიკი - CNRS, ბორდო.

დოქტ. ანა გეორგიადუ - ნიქოზიის უნივერსიტეტი.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია - https://forms.gle/U57QBy2PBg5A53eW6 2022 წლის 30 აპრილამდე.  

კონფერენციაში მონაწილეობის საწევრო გადასახადი შეადგენს 100 ლარს.

საკონტაქტო პირი: ანა თეთრუაშვილი. +995558791093,  

vardziaconference@gmail.com